ცნობილი ფილმების საუნდტრეკები და 2017 წლის ჰიტები - "იქს ფაქტორის" გუშინდელ ლაივ შოუზე კონკურსანტებმა ორ-ორი სიმღერა შეასრულეს. ეს კონცერტი ყველაზე წარმატებული "ბენდ მიქსტურასთვის" აღმოჩნდა, პროექტი კი სოფო საჟინიანმა დატოვა.
შოუს ნახევარფინალში, რომელიც მომავალ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე დაიწყება, შემდეგ ტურში გადასასვლელად უკვე 4 კონკურსანტი იბრძოლებს.