21 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასზე მეტი ხელმოწერა კანცელარიაში შეიტანა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” ლიდერებმა პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და კანცელარიაში შეიტანეს.

პარტიის წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების თემა ჩიხშია და პრეზიდენტის არჩევის წესთან, ასევე საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარება აუცილებელია.

„კონსტიტუცია არ არის "ქართული ოცნების" იურიდიული დოკუმენტი ან რაღაც ნოტარიალური აქტი. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, დემოკრატიულობის გარანტი. ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება აბსოლუტურად ყველა მოთამაშის იგნორირებით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიდის და უნდა გაიტანოს ის, რაც მას აწყობს. ეს საბოლოო ჯამში ძალიან დააზიანებს ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო კაპანაძე, ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების წინ საერთო სახალხო გამოკითხვა აუცილებელია.

„კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და არ არის მიზანშეწონილი ცვლილებები, სანამ არ გავიგებთ ჩვენი მოქალქეებს მოსაზრებას,“ - აღნიშნავს რატიანი.

დღის ამბები