18 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.

კანონმდებლები მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის ახალ პროექტზე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ, რომელიც პრეზიდენტის უარის მიუხედავად მაინც გაიმართება.

პარლამენტის სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დესტრუქციულს უწოდებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის დემოკრატიულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პარლამენტს აქვს ამის უფლება მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს. პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით, მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიის წინააღმდეგ და ის ამთავრებს დესტრუქციით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში განხილვაზე საუბრობენ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობაში”.  ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლებას ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

„მათ მოატყუეს ხალხი, მოატყუეს პოლიტიკური პარტიები, მოიმიზეზეს რაღაც ბუნტი მაჟორიტარებსა და არამაჟორიტარებს შორის. ყველაფერი თურმე მიმართული ყოფილა პრეზიდენტის ხმოსნების მიერ არჩევნებისაკენ,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს  ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსი," თუმცა პარტიის ლიდერები დღევანდელ სხდომას მაინც დაესწრებიან.

დღის ამბები