18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაპატიმრებას მოითხოვს 

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის გათავისუფლებას, კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკებს. ქართული დელეგაცია რაშიდ კანჯი ოღლის დაპატიმრებას მოითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ყურადღება  ასევე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, მავთულხლართების გავლების პროცესის გაგრძელებაზე, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და დევნილთა დაბრუნებაზე გამახვილდება.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ სხვადასხვა ხელშეკრულებით ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობასა და ახალგორის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვაზეც.

„ძალის არგამოყენების გარანტიის საერთაშორისო მექანიზმები უნდა შეიქმნას და ამაზე უკვე წლებია მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ, სერიოზული წინსვლა არ გვაქვს. თუმცა ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამის გარეშე ძნელი იქნება რაიმე უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოსა და რეგიონში,“-განაცხადა დავით დონდუამ.

დღის ამბები