ე.წ. ციანიდის საქმეზე საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება. პროცესამდე ერთი დღით ადრე კი, ადვოკატები დეკანოზის ძმას შეხვდებიან, რომლისგანაც გუშინდელ პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს მოისმენენ.
ამავე თემაზე იქნება საუბარი სავარუდოდ, დაკავებულ გიორგი მამალაძესთანაც - დაცვის მხარე მას დღეს საკანში მოინახულებს. განხილვის თემა იქნება ხვალინდელი პროცესიც.
საპატრიარქოს ქონების მართვის ყოფილ ხელმძღვანელს, პატრიარქის მდივან რეფერანტის ანგარებით მკვლელობის დაგეგმვას ედავებიან.