18 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი - გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი. ასე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობას აზიანებს.

"ჩვენ ვნახეთ ერთი პოლიტიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც მიიღო გარკვეული დოკუმენტი და საზოგადოებას შესთავაზა, რომ იზეიმონ პარტიის შიგნით არსებული შეთანხმება თუ მე დავარქმევდი ამას პირდაპირ გარიგება. სამწუხაროდ, ქართული დემოკრატია ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენეთ და სამწუხაროდ, ძალიან ფორსირებულად დღეს მივიღეთ ის დოკუმენტი, რის შესახებ საუბარი მათ შორის, არც საკონსტიტუციო კომისიაში და არც საერთო სახალხო განხილვებზე არ ყოფილა," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.  

დღის ამბები