19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
"მონის ქებათა ქება მონათმფლობელის მიმართ" - არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის განცხადებას აფასებს

მონის ქებათა ქება მონათმფლობელის მიმართ - ამ განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ნათელაშვილმა კვირიკაშვილის შეფასებებს სამარცხვინო, ახალ კონსტიტუციურ პროექტს კი, არალეგიტიმური და ერთპარტიული უწოდა.  

„პრემიერმინისტრის განცხადება წარმოადგენდა სამარცხვინო თავის მართლების ტექსტს, რომელიც უფრო მეტად ჰგავდა მონის ქებათა ქებას მონათმფლობელის მიმართ. სანამ ამ ჭირს არ მოვიცილებთ ჩვენ, მანამდე არც პრემიერი გვეყოლება, არც სახელმწიფო გვექნება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პრემიერს აკრიტიკებენ სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ოპოზიცია კონსტიტუციის მიღების შესაჩერებლად კონსულტაციებს გეგმავს.

„ვგეგმავთ კონსულტაციებს როგორც პარტიებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ერთადერთი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს კონსტიტუცია არ არის კარგი, ის არ შეესაბამება ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

მმართველი გუნდის შესაჩერებლად ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ „რესპუბლიკელებიც“.  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართულმა ოცნება“ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისი აზრი არაფერს ნიშნავს და ხელისუფლებას არ აინტერესებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები