18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარე შესავალი სიტყვით  წარდგება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შესავალი სიტყვის მერე დაიწყება იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია.

პროცესის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს საქმის პროკურორებმა. კითხვაზე - დადგინდა თუ არა, სად შეიძინა მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებულმა დეკანოზმა ციანიდი, პროკურორები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს გამოძიება, იმ გამოძიების დეტალებზე ვერ გესაუბრებით,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

თუმცა, საქმის პროკურორი ამბობს, რომ გამოძიებით ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოამზადა ანგარებით მკვლელობა, ძლიერმოქმედი შხამის გამოყენებით.

დღის ამბები