18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
"ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით - გიორგი მარგველაშვილი

"ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს გუნდს შიგნით და არა გარეთ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალი პროექტის კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და კონსენსუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა მაგალითად 1995 წელი მოიყვანა და თქვა, რომ მაშინაც კი მოხერხდა შეთანხმების მიღწევა.

მარგველაშვილმა მმართველ გუნდს დიალოგის დაწყებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„95 წელს მე მგონი 23 პარტია იყო პარლამენტში მაშინ. ძალიან ადრე იყო მაშინ ქართული დემოკრატიისათვის და მაშინაც კი, იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ ღირებულებას, მაშინაც კი მოხერხდა კონსესუსი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს, მთავარია იყოს განწყობა, განწყობა იქეთკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თავისთავად თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, უნდა გვესმოდეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ თანხმობა უნდა იყოს ფუნდამენტი, ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია და იქმნება ასეთი ტიპის დოკუმენტი.

"მთელი ქართული საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. "ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. მარტივად, იმისთვის, რომ შედგეს კონსენსუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები