14 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ადვოკატი ევროსასამართლოს მიმართავს

რატომ უნდა გათავისუფლდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი? დასაბუთებულ პოზიციას ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გააცნობს. შესაბამის დოკუმენტაციას დაცვის მხარე სავარაუდოდ, დღეს გადააგზავნის სტრასბურგში.

არჩილ ჩოფიკაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგან მისი განმარტებით, მსგავსი პრეცენდეტი არ ყოფილა, თუმცა მიაჩნია, რომ ინსტანცია საქმის კურსში უნდა იყოს, პატიმრის მდგომარეობისა და არსებული საფრთხეების შესახებ.

დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს მისი მეუღლე. ლეილა მუსტაფაევას თქმით, მას გული აწუხებს და ბოლო რამდენიმე დღეა არ აძლევენ შესაბამის წამლებს.

 

"აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის კარდეოლოგმა მოინახულა. ექიმის დასკვნით, მისი პატიმრობაში დარჩენა დაუშვებელია. ყველაფერს ემატება ისიც, რომ მას საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის დროს სცემეს. წესით ახლა აფგან მუხთარლი ჰოსპიტალში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ მისთვის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც კი არ მიუწოდებიათ.

"ჩვენ დავამყარეთ კავშირი აზერბაიჯანულ მთავრობასთან. მათ აქვთ კითხვები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. პარალელურად, საქართველოში მომუშავე ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კითხვებს უპასუხა. ის შესაბამის დოკუმენტაციას სტრასბურგში გადააგზავნის.

 

დღის ამბები