18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
„ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს პირველად ველაპარაკე აფგანს" - ლეილა მუსტაფაევა

„ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს პირველად ველაპარაკე აფგანს. მან ციხიდან დილით დამირეკა, მამშვიდებდა, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. თქვა, რომ კარგად არის. ვისაუბრეთ ოჯახის შესახებ. სხვა საკითხებზე ვერ ვილაპარაკებდით, რადგან ტელეფონი ისმინება. მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები გატაცებამდე და იგივე მდგომარეობა აქვს ახლა, რაზეც ვღელავ,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ გააკეთა, რომელიც დღეს პრეზიდენტს შეხვდება.

ლეილა მუსტაფაევას პრეზიდენტის სასახლეში ადვოკატთან ერთად სამ საათზე ელოდებიან. აუდიენცია გატაცებული ჟურნალისტის მეუღლის ინიციატივით დაიგეგმა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი და სტუმრები განიხილავენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს როლს და გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს, რომლითაც მუხთარლის ოჯახი უკმაყოფილოა.

„პრეზიდენტს ჩემი ინიციატივით ვხვდები. მინდა მადლობა გადავუხადო მას, რადგან ის იყო პირველი ოფიციალური პირი, ვინც პირდაპირ განაცხადა, რომ აფგანი გატაცებული იყო. ის ნამდვილი პრეზიდენტივით მოიქცა და არ გაიმეორა აზერბაიჯანის პოზიცია, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათ შორის, პრემიერმინისტრმა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო და ვთხოვო, რომ აფგანის საკითხი დღის წესრიგში დარჩეს,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

 

დღის ამბები