18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
„ნარკოპოლიტიკას გარკვეული რეპრესიული მექანიზმებისთვის იყენებენ"- ეკა მიშველაძე

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე ნარკოპოლიტიკაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მიშველაძემ აღნიშნა, რომ მოქმედ კანონს ხშირ შემთხვევაში ძალოვანები რეპრესიების საშუალებად იყენებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნარკოლიბერალიზაციის მომხრეა, თუმცა მიიჩნევენ, რომ კანონი დილერებთან და გამსაღებლების მიმართ მკაცრი უნდა დარჩეს.

„ნარკოპოლიტიკას გარკვეული რეპრესიული მექანიზმებისთვის იყენებენ. თქვენ იცით, რომ ეს განცდა საზოგადოებაში არის ძალიან გავრცელებული. მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონმდებლობა უნდა იყოს უფრო ლიბერალური, თუმცა ეს კანონმდებლობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ნარკოდილერებსა და ნარკოტიკების გამსაღებლებთან მიმართებაში,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

დღის ამბები