უკრაინა მასიური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ ჰაკერებმა თავდასხმა, როგორც ქვეყნის სამინისტროებზე, ისე სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკული ფირმებსა და მეტროს ქსელზეც კი განახორციელეს.
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსური ორგანიზაციები და ბანკები შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა და ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთიდან მომავალი შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა.
#BREAKING: Ukraine hit by massive cyber attack https://t.co/p7ixbfwIIg pic.twitter.com/sah2how9ER
— The Telegraph (@Telegraph) June 27, 2017
ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ერთ-ერთი სამინსიტროს კომპიუტერის სურათს აზიარებს.
#Ukraine"s Cabinet of Ministers also under cyberattack, acc to Vice PM Rozenko. "This is screen of every computer in the ministry," he says. pic.twitter.com/giL6PFoM3i
— Christopher Miller (@ChristopherJM) June 27, 2017