18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - სამოქალაქო სექტორის ღია წერილი ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს

ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს ჩატარდება, 32 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მიმართვის საბაბი გახდა.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობისას მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო გამოხმაურებების და რეკომენდაციების იმედი აქვთ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტში არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის და უცხოელი ექსპერტების არც ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება და ისინი საფრთხეებზეც საუბრობენ.

წერილის ავტორები რეგიონულ საფრთხეებზეც მიანიშნებენ.

სამოქალაქო სექტორი ამ მიმართვით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სწრაფ გამოხმაურებას ელოდება და ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ გზით აიცილებს ქვეყანა ჩიხში შესვლას.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები