20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით იღებდა შეკვეთებს და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე დებდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 187,9236 გრამი კანაფის ფისი, 2 კილო და 399,53 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები