20 მაისი 2024,   02:13
ვრცლად
უკრაინაში საქართველოს ელჩი პოროშენკოსთან პირისპირ შეხვედრაზე სააკაშვილზე საუბარს უარყოფს

უკრაინაში საქართველოს ელჩი პრეზიდენტ პოროშენკოსთან პირისპირ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხებზე საუბარს უარყოფს.

ელჩის განცხადებით, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძე, აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში ჩასვლასა და ექსტრადირების საკითხებზე არ უსაუბრიათ.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პეტრო პოროშენკომ საქართველოს ტერიტოიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

დღის ამბები