20 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციების არ ეშინია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციების არ ეშინია.

განცხადება ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში გააკეთა.

წამყვანი დაინტერესდა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გახსნიან ცეცხლს საზღვარზე, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინაში თავის 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება.

სააკაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საზღვარზე არანაირი ექსცესები არ მოხდება.

„ისინი, ვისაც სროლა უნდათ, წინასწარ ამას არ ამბობენ. ეს ერთი და მეორე, ის სუბიექტები, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, რეალურად არაფერს წარმოადგენენ. ისინი სპეციალურად ამბობენ, მათ შორის პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, რომ არ გინდათ პრობლემები და არ გამოუშვათ სააკაშვილი, რომ თქვენთან დარჩესო. მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ, ასევე იქნებიან ევროპარლამენტარები და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები