20 მაისი 2024,   02:36
ვრცლად
ზურაბ კალანდია "ქართული ოცნების" საარჩევნო ვიდეორგოლში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხვდა

მოქალაქე ზურაბ კალანდია ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეო რგოლში თბილისის პრობლემებზე საუბრობს. თუმცა, ამბობს, რომ გადამღებმა ჯგუფმა არ გააფრთხილა, რომ მას პოლიტიკური რეკლამისთვის იღებდნენ.

კალანდია აცხადებს, რომ ის კალაძის მხარდამჭერი არ არის. ზურაბ კალანდია მოითხოვს, რომ აღნიშნულმა ვიდეორგოლმა სოციალურ ქსელსა და მედიასივრცეში აღარ იტრიალოს.

„ინტერვიუს აღებისას საკმაოდ ნეიტრალური შეკითხვები იყო დასმული. კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს ვაძლევდი ხმას, ამის პასუხი არ მიმიცია, არც მიმინიშნებია, რომ კალაძეს ვაძლევდი ხმას. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ სრულიად ნეიტალური ინტერვიუდან, წესით, პრობლემებზე მეკითხებოდნენ, აღმოჩნდა, რომ ვუჭერდი კალაძეს მხარს,“ - აცხადებს ზურაბ კალანდია.

დღის ამბები