18 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
სამწუხარო პოლიტიკური წარსული, რომლის ირგვლივ სამწუხარო მოვლენები ვითარდება - კვირიკაშვილი სააკაშვილზე

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასვლასთან და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. მან მიმდინარე მოვლენებს „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.

რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, კვირიკაშვილის თქმით, ამ თემაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ.

„ეს არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს, რომ იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ და ეხებათ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები