19 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ორივე ბრალდებულმა პატიმრობის შეცვლა ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვა. ჩხვირკვიამ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მიზეზით, ღოღებერიძემ კი იმ მოტივით, რომ თვითონ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე  ოთხ თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა ბრალს და ერთმანეთთან კავშირს არ აღიარებენ.

დღის ამბები