18 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდება უსაფუძვლოა და საქმეში არსებითი მტკიცებულებები არ დევს.

თემურ ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით, საქმის აბსურდულობას პროკურატურის მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებს.

„დღეს წარმოვადგენთ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მას შემდეგ, რაც სამსახურის უფროსი იყო ანზორ ჩუბინიძე, კვლავ ხდებოდა მსგავსი განკარგულებების გამოცემა და ამ განკარგულებების შესრულება. ამით დადასტურდება, რომ თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარეობს შერჩევითი სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს სახელმწიფო ბრალდება 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

დღის ამბები