19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
"იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს"- ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაზე საუბრობს

„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს, დაადებს თუ არა კანოპროექტს ვეტოს,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაზე საუბრისას გააკეთა. ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, რომ ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.

„ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს და ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ ძალიან კარგი კონსტიტუცია მიიღეს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას მიესალმებიან.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და ასევე არის ევროპული ტიპის. მინდა დადებითად გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, რომ ვეტოში გამოყენებული იქნას ის ორი საკითხი, რომელზეც დამატებით ინიციატივას ვგეგმავთ, ეს არის ბონუსის საკითხი და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები