"ქაართული ოცნების" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა "არჩევანში" ნიკა მელიას საუბრის ტონი დაუწუნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დედაქალაქის მერიასთან დღეს გამართულ აქციასა და დაპირისპირებაზე საუბრობდა.
„ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასაც ნიკა მელია წარმოადგენს, ზონდერებზე არ უნდა საუბრობდეს ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა,“ - აღნიშნა შაქარიშვილმა.
შაქარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ და მასზე ნიკა მელია არ უნდა საუბრობდეს.
"თქვენ სინამდვილეს ამ ქვეყანაში ვეღარ აკონტროლებთ," - აღნიშნა შაქარიშვილმა.