საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს. განცხადება უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა.
პაველ პეტრონკო პირობას დებს, რომ პოლიტიკური ვითარება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს. თავის მხრივ, უკრაინის გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, შესაძლოა, ქართულ მხარეს ექსტრადიციაზე უარი ეთქვას.
იური ლუცენკო განმარტავს, რომ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საემიგრაციო სამსახურს და შინაგან საქმეთა უწყებას მიმართა და მოითხოვა სტატუსი პიროვნების, რომელსაც დამატებითი დაცვა ესაჭიროება.
იური ლუცენკოს თქმით, წინასაექსტრადიციო შემოწმება კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ამ პერიოდში მისმა უწყებამ უნდა გადაამოწმოს, ნამდვილად ედება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბრალი ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც უკრაინის კოდექსშიცაა გაწერილი.