ქუთაისში, გუმბათის დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
დევნილები ევროპული საქართველოს ლიდერს, დავით ბაქრაძეს და მერობის კანდიდატს, დავით გოგისვანიძეს, შეხვდნენ.
შეხვედრაზე დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიული და საცხოვრებლად უვარგისია. დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას წლებია, ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ, მაგრამ დღემდე მათი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.