20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის ერთი საკითხი იქნას გათვალისწინებული, მათ ოთხ საკითხთან ერთად"- აბაშიშვილი

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიასთან შეთანხმდა, რომ ბონუსებისა და ბლოკების საკითხების გარდა, კონსტიტუციაში კიდევ დამატებითი ცვლილებები შევა. ამ საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, თუ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დათმობს  და სისტემა 2020 წლიდანვე გაუქმდება, პრეზიდენტი დამატებით ცვლილებებსაც შეიტანს ვეტოს დადების შემდეგ, მოტივირებულ შენიშვნებში.

„პრეზიდენტი მზად არის კვლავ კონსულტაციებისთვის, ვიდრე მცირე დრო კიდევ არის დარჩენილი. გუშინ ხელისუფლება საუბრობდა, რომ ორი საკითხი ყოფილიყო გათვალისწინებული, დღეს საუბრობს, რომ ორის ნაცვლად, ოთხი საკითხი იყოს გათვალისწინებული. პრეზიდენტი მზად არის ოთხივე საკითხი იყოს გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ერთი საკითხის გათვალისწინებაზე. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ოპოზიციის ეს ერთი საკითხი იქნას გათვალისწინებული, მათ ოთხ საკითხთან ერთად,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები