20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ელენე ხოშტარია და გოკა გაბაშვილი ვარშავის მერს შეხვდნენ

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია და სიის პირველი ნომერი, გოკა გაბაშვილი, ვარშავის მერს, ჰანა გრონკიევიცს, შეხვდნენ.

ვარშავის ქალი მერი ელენე ხოშტარიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მზად არის, ევროპული საქართველოს კანდიდატს მომავალშიც გამოუცხადოს მხარდაჭერა და თანამშრომლობას სთავაზობს.

ჰანა გრონკიევიცთან შეხვდრისას საუბარი ასევე შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო რესურსების მოზიდვა თბილისში იმ პროცესებისა და რეფორმების განსახორციელებლად, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი ევროპული ქალაქი უნდა გახადოს.

ჰანა გრონკიევიცი 11 წელია, ვარშავას ხელმძღვანელობს და ამ პერიოდის განმავლობაში რეფორმების, ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების, მწვანე სივრცეების შექმნის ეფექტური პროცესები განახორციელა.

დღის ამბები