სუამის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ თბილისში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა გაიმართება. დელაგაციას, გენერალური მდივნის, ალთაი ეფენდიევის, ხელმძღვანელობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს.
სპეციალურ სხდომაზე ხელი მოეწერება ერთობლივ კომუნიკეს, რის შემდეგაც იგეგმება პრეს-კონფერენცია, სადაც განცხადებებს ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ.
დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.