20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის კულტურული და ახალგაზრდული ნაწილი წარადგინა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის კულტურული და ახალგაზრდული ნაწილი წარადგინა. პრეზენტაცია კახა კალაძემ გლდანში, ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიაზე გამართა.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებთ, ახალგაზრდული ურბანული ცენტრი უნდა მოეწყოს.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ძირითადი მიზნები, ეს არის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულების მოდერნიზაცია, პოპულარიზაცია. მუნიციპალური, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველა რაიონისა და ყველა თაობისათვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები