„კალაძემ პრაქტიკულად მთავრობა კი არ წარადგინა, არამედ საკრებულოს შემადგენლობა,“-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი „არჩევანში“ კახი კალაძის გამოსვლას. მისი თქმით თბილისელები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ვის აძლევენ ხმას.
„კალაძის მთავრობას სავარაუდოდ დააკომპლექტებს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ისევ მივიღებთ „ქართუ ბანკის“ ახალ ფილიალს თბილისის მერიაში,“-განაცხადა მერობის კანდიდატმა.