20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან - არიან დაკავებულები

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან. რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა საკრებულოსთან. არიან დაკავებულები, თუმცა უცნობია, მათი ზუსტი რაოდენობა. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კოტე იოსელიანია. 

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციას და ოპოზიციის წევრებს შორის მოხდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცათ. 

საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქცია 14:00 საათზე დაიწყო. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს. 

დღის ამბები