ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო განხილვის მთავარი თემა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება, სოფელ ერედვში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.
საუბარია რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დევნილი ქართველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დანგრევის ფაქტზე.
ასევე განიხილეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობაზე.
დეტალურად იქნა განხილული 11 ოქტომბერს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.