საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებულებებიდან სამი პირი საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლა. სოსო გურულის, ზურაბ ბერიაშვილის და პაატა დევიძის სასამართლოო პროცესი 17 ოქტომბერს გაგრძელდება.
სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოთხოვნა დაასახელა. დანარჩენ 11 დაკავებულზე სასამართლო სხდომა გრძელდება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
„სუს-ის თანამშრომლები სპეციალურად ჰყავდათ მოყვანილები, პოლიციის კორდონის უკან იდგნენ ესენი, რომლებიც მომენტებში აქტიურდებოდნენ, გამოცვივდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის წევრებს, რამდენიმე აქციის წევრებს შეაფურთხეს, რომ გამოეწვიათ,“- განაცხადა ზურაბ ბერიაშვილმა.
აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.
„დაკავების მომენტში მირტყეს,“- აღნიშნა სოსო გურულმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.