„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ, თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე, მერობის კანდიდატ გიორგი გუგავას არმიწვევის ფაქტს ეხმაურება. საგანგებო განცხადება შალვა ნათელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ნათელაშვილის თქმით, მომხდარით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გუგავასი ეშინია.
„გუშინ ტელეკომპანია "იმედში" მოხდა მსოფლიო პოლიტდებატების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დებატებიდან მოხსნილი იქნა ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გუგავა. აღნიშნულით დადასტურდა ორი ჭეშმარიტება, პირველი ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე მეტად და ცეცხლივით ეშინია "ლეიბორისტული პარტიის" და გიორგი გუგავასი და მეორე, სამწუხაროდ დადასტურდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად აწყობდათ მის ქვრივს და ამ ქვრივის ბიზნეს პარტნიორ რუხაძეს, რომელიც ტელეკომპანია იმედის დირექტორი და პენსიონერთა „ლიბერთი ბანკის“ მფლობელია, რომლებმაც ეს ტელეკომპანია მიჰყიდეს ეს ტელეკომპანია 400 მილიონად შემდეგ კი ნადავლის სახით მიართვეს ივანიშვილს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძე მიმართა და მოუწოდა გიორგი გუგავსთან პირისპირ დებატებში მიიღოს მონაწილეობა.
"დათანხმდეს გუგავასთან დებატებს, სადაც მას აწყობს იქ, გუგავა მივა"-განაცხადა ნათელაშვილმა.