თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტინების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო. 21 ოქტომბრისთვის 9 მილიონ-ნახევარზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება, რადგან ამომრჩეველმა ადგილობრივ არჩევნებზე 3 ბიულეტინი უნდა შეავსოს.
დღესვე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომლითაც ისინი კანონის პატივისცემის, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების პირობას დებენ.
კოდექსს ხელს საოლქო და საუბნო კომისიების წარმომადგენლებიც მოაწერენ.