თბილსერვის ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ვალერი ჩიტაია აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პირებთან ერთად განთავსებული ფოტოების გამო გაუშვეს.
თბილსერვის ჯგუფის ყოფილი დამხმარე მუშა განმარტავს, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება ზეწოლით დააწერინეს და ამ პროცესებში მონიტორინგის სამსახურის უფროსიც იყო ჩართული.
ვალერი ჩიტაიას ბრალდებებს თბილსერვის ჯგუფში უპასუხეს და აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების რეალური მიზეზი ვალერი ჩიტაიას მიერ გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა იყო.