„არაფორმალური მმართველობა ძალიან მსუბუქი სიტყვაა ამ ყველაფერთან მიმართებაში,“ - ასე აფასებს ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი თბილისის საკრებულოს მიერ თბილისის ცენტრში ივანიშვილისთვის ქონების გადაცემას.
„არაფორმალური მმართველობა ძალიან მსუბუქი სიტყვაა ამ ყველაფერთან მიმართებაში. აქ პრობლემა არის ის, რომ ასე ინგრევა სახელმწიფო, ასე ინგრევა ინსტიტუტები,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
თბილისის საკრებულომ 1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად გადასცა, რომელშიც ასევე, გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც შედის.
ნინო ჯანგირაშვილმა მმართველი გუნდი კითხვებზე პასუხის გაცემისთვის თავის არიდების გამო გააკრიტიკა.
"ჩვენ ამ ხუმრობა-ხუმრობაში მივედით იქამდე, რომ კორუფცია უკვე ნორმაა ამ ქვეყანაში და სხვა არაფერი არ ჰქვია იმას, რომ 270 კვადრატულზე რვასართულიანის მშენებლობის ნებართვას გასცემენ. კორუფციის და ოლიგაქიული მმართველობის გარდა, არაფერი არ ჰქვია იმას, რომ საკრებულო საერთოდ არ დაეძებს კანონს, ნორმებს. ფორმალურად მაინც ხომ შეიძლება რაღაცები დაიცვან," - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ნინო ჯანგირაშვილმა ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო გააკრიტიკა.
„ქართულმა ოცნებამ აირჩია ძალიან ცუდი გზა, ის მივიდა იქამდე, რასაც, თითქოს, ებრძოდა. ის რეალურად, პრაქტიკულად, უკვე გადაიქცა ნაციონალურ მოძრაობად,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილმა.