04 მაისი 2024,   17:12
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციასთან ერთად შეხვდება.  

დაგეგმილია შეხვედრა ასევე სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან. გიორგი მარგველაშვილი რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს და ვიზიტს ხვალ დაასრულებს.

დღის ამბები