„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ქუჩის კალათბურთის ტურნირის ფინალზე მივიდა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მე ვიქნები ადამიანი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ჩაუდგება სათავეში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა ამყვება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ტურნირი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის სხვადასხვა რაიონის გუნდებმა მიიღო.