„ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე გოგაშენის ქუჩის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. პარტიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის მცხოვრებლები აქცენტს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების არარსებობაზე აკეთებენ.
ადგილობრივების განცხადებით, სარკინიგზო ხაზის სიახლოვის გამო, სახლებს ბზარები უჩნდება, მოსახლეობას კი, საკუთარი სახსრებით უწევს პრობლემებთან გამკლავება.