20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს

რომში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კვირინალეს სასახლეში გაიმართა. იტალიის პრეზიდენტთან პირისპირ გამართული შეხვედრის თემა კი საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება იყო.

გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის TAP-ის პერსპექტივებზე და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.

დღის ამბები