„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი სპორტსმენებს შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებზე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, სპორტსმენების მხარდაჭერა გადამწყვეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. კანდიდატმა ახალგაზრდული პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„დღეს სპორტის წარმომადგენლებს შევხვდით, ყველა სახება იყო წარმოდგენილი. ვესაუბრე სამომავლო პროექტებზე, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. ვაჩვენეთ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკეთ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე და მის პოპულარიზაციაზე,“ - აცხადებს კახა კალაძე.