20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ე.წ. ბაღების დირექტორების სკანდალი - NDI შეხვედრებს მესამე სექტორთან მართავს

წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ე.წ. ბაღების დირექტორების სკანდალი და „ქართული ოცნების“ მხრიდან დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო სექტორმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე.

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე NDI-ის მოკლევადიანმა მისიამ დახურული შეხვედრები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაიწყო. მისია წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას უშუალოდ არჩევნების პროცესში ჩართული პარტიული სუბიექტებისგანაც ისმენს.

ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტი, პერ გორან ეკლუნდი, აცხადებს, რომ მონიტორინგი მთლიანად საარჩევნო პროცესზეა ორიენტირებული.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი, აცხადებს, რომ შეხვედრების დროს პრობლემებზე გაკეთდა აქცენტი.

„საუბარი შეეხო მთელ რიგ დარღვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება, შევიწროვება, ადგილობრივი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და სხვა,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

ლორა ტორნტონის თქმით, მორიგი ანგარიში არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების   აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, წინასაარჩევნოდ ტენდენციათა შორის გამოიკვეთა ზეწოლა-მუქარის ფაქტები.

„ერთ-ერთ ქვეტენდენციად, უშუალოდ ზეწოლის ფაქტებს შორის იკვეთება, ასევე, სწორედ კანდიდატებზე განხორციელებული ზეწოლა ან მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა იმისთვის, რომ მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები