მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროდეპუტატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ კონტექსტში მომავალ სამიტსა და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეგმავს საუბარს. შეხვედრა ითვალისწინებს კითხვა-პასუხის ფორმატსაც.
ევროინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში პარლამენტარებთან გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრებზეც განიხილა.
საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო რეფორმასა და აფგან მუხთარლის საქმეს. დეპუტატების ნაწილი აქცენტს ევროპაში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის, ნაწილი კი ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების, მათ შორის მედია და პოლიტიკურ პლურალიზმის განვითარების აუცილებლობაზე აკეთებდა.
„ჩვენ ვაღიარებთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მკაფიოდ ვაცხადებთ -ურთიერთობა, რაც დღესაა საქართველოსა და ევროპას შორის, არ არის საბოლოო შედეგი. ვაცხადებთ, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს პერსპექტივა ევროკავშირის წევრი გახდეს. ვიმედოვნებ პარლამენტის ეს პოზიცია სამიტზე დროს მიღებულ დეკლარაციაშიც აისახება,”-განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ.