20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"კერძო პირის ვიზიტი" - ოფიციალური თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტს აფასებს 

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ იტალიაში ვიზიტს, ოფიციალური თბილისი კერძო პირის ვიზიტად აფასებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ოფიციალური რომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ამდენად, დიმიტრი მედოევის მიერ იტალიაში გამართულ შეხვედრებს ოფიციალური ხასიათი ვერ ექნება.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე მუშობს და იტალიაში პროვინცია პეზარო ე ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიწვევით გაემგზავრა.

„იტალია არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეს არაერთხელ დაფიქსირდა. ამ პიროვნების იტალიაში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც კერძო პირის ვიზიტი და როგორც კერძო შეხვედრებში მონაწილეობის მიღების კონტექსტში,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები