20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ესპანეთის ხელისუფლებას კატალონია საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ გადაჰყავს

ესპანეთის ხელისუფლებას კატალონია საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ გადაჰყავს. რეგიონისთვის ავტონომიის შეჩერების პროცედურა 21 ოქტომბერს დაიწყება.

სწორედ ამ დღეს შეიკრიბება მინისტრთა კაბინეტი სამომავლო ნაბიჯების განსახილველად საგანგებო შეხვედრაზე.

კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება ოფიციალურმა მადრიდმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კატალონიის ლიდერმა ცენტრალური ხელისუფლების მეორე ულტიმატუმიც უპასუხოდ დატოვა.

პრემიერისათვის გაგზავნილ მორიგ წერილში კარლეს პუჩდემონი რეგიონის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებით დაიმუქრა, თუ მადრიდი მოლაპარაკებებს არ დათანხმებოდა და რეპრესიას გააგრძელებდა.

დღის ამბები