20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ეთნიკური უმცირესობის საბჭოს შექმნას გეგმავს

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს შეხვდნენ. ზალიკო უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ეთნიკური უმცირესობის საბჭოს შექმნას გეგმავს, რომელიც უმცირესობების პრობლემებზე იმუშავებს. უდუმაშვილის ინიციატივის მიხედვით მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში უმცირესობების წარმომადგენლები სტაჟირებასაც გაივლიან, რათა მათ საჯარო სამსახურებში აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინონ. დღევანდელ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ქართულ მარშსაც გამოეხმაურა. რომელსაც ის უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს.

“სურვილი არის რომ მერიასთან გავაკეთოთ სპეციალური საბჭო, უშუალოდ მერთან არსებული საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ეს უნდა იყოს რეგულარული ორგანო რომელიც ყველა იმ პრობლემას რომელიც დგას დღეს თქვენ წინაშე, ამას განიხილავს და ეს მოხდება ერთობლივად და ერთიან ფორმატში“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები