20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
„ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 16%, „ევროპული საქართველო“ 9% - "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია. პარტიული რეიტინგების მიხედვით, 15:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს - 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატს "ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

"ედისონ რისერჩი" ახალ მონაცემებს, დაახლოებით, საღამოს 9-დან 10 საათამდე მიიღებს. 

"ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

 

 
დღის ამბები