ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ სხვადასხვა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმები წარადგინა.
მისი თქმით, რამდენიმე ოქმში საერთოდ არ არის მითითებული, არჩევნებზე რამდენი ამომრჩეველი გამოცხადდა. ზოგიერთი ოქმის მიხედვით კი, „ქართულ ოცნებას“ ხმების 100% აქვს მიღებული, ოპოზიციას კი არცერთი.
„დმანისის, მარნეულის, ახალქალაქის მთელი რიგი ოლქებია, სადაც ხელისუფლებას მიღებული აქვს 100% ხმა და არცერთ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად, არ აქვს არცერთი ხმა მიღებული,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.