20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. განცხადება კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, უახლეოს პერიდოში დასახელდებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს დაიკავებენ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესინალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. სხვათაშორის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას პროფესიონალიძმი იქნას გამოყენებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც თანამდებობის გადაბარების ფორმალური პროცედურები დასრულდება.

„კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება. პირიქით, გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისს განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები